#squadGeo

წესები და პირობები

მიწოდება

შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის სერვისს უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.

მიწოდების გადასახადი

  • თბილისი - 6 ლარი
  • რეგიონები - 8 ლარი

150 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.

მიწოდების ვადები

მიწოდება ხდება პროდუქციის შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკურიერო მომსახურეობას ვერ მიიღებთ შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში.

მოკითხვით გატანა

შეძენილი პროდუქციის წაღება შესაძლებელია squad. ოფისიდანაც. ამისათვის პროდუქტის ყიდვისას მონიშნეთ ღილაკი "მოკითხვით". თქვენს შენაძენს შეგიძლიათ მოაკითხოთ ყიდვიდან არაუახლოეს 1 საათისა შემდეგ საათებში:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-18:00 სთ

შაბათი: 12:00-16:00 სთ

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კვირას და სადღესასწაულო დღეებში მოკითხვით გატანა არ არის შესაძლებელი.

ისამართი: ვაჟა-ფშაველას 16.

დაბრუნების პოლიტიკა

ზომაში გადაცვლა

ზომაში გადაცვლა შეგიძლიათ პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე, აქვს იარლიყი და არ არის გამოყენებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზომაში გადაცვლისას საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს 6 ლარს.

მოდელში გადაცვლა

სხვა მოდელში გადაცვლა შეგიძლიათ პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

  • პროდუქტს აღმოაჩნდა ვიზუალური დეფექტი;
  • შეკვეთის მიტანა მოხდა შეცდომით.
  • გადასაცვლელად საჭიროა, რომ პროდუქტს შენარჩუნებული ჰქონდეს პირვანდელი იერსახე, ჰქონდეს იარლიყი და არ იყოს გამოყენებული.

თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

  • კომპანია ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის გადაცვლას (ზომაში / მოდელში) მაშინ, როცა მომხმარებელი სრულად აკმაყოფილებს გადაცვლისთვის საჭირო პირობებს.

ხარვეზის აღმოჩენის ან ნებისმიერი უკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: +995 551 32 22 20

კონფიდენციალურობა

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს, რეგისტრირდებით, აკეთებთ შენაძენს ან გვიკავშირდებით, ჩვენ გთხოვთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდებას: სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფინანსური ინფორმაცია.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ გამოიყენება:

  • შეკვეთის მოსამზადებლად;
  • შეკვეთის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად;
  • თქვენს კითხვებსა თუ საჩივრებზე საპასუხოდ;
  • კომპანია უფლებას იტოვებს, გამოიყენოს თქვენი ელ.ფოსტა მარკეტინგული მიზნებისთვის - სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.

გპირდებით, რომ

  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.