#squadGeo
aboutus-main-cover

Welcome to squad.

squad. easy-to-wear ბრენდია, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომფორტის იდეას.

გვსურს, გავუმარტივოთ და გავუხალისოთ ადამიანებს ყოველდღიურობა, რათა მათ შეძლონ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ერთდროულად მოსახერხებელ და თანამედროვე დიზაინებზე და ვქმნით მაღალი ხარისხის, უნიკალური ფორმისა და ფერების ოვერსაიზდ ტანსაცმელს.

ოვერსაიზი მეტ თავისუფლებასა და კომფორტს ნიშნავს. ეს არის კიდეც ჩვენი მთავარი ღირებულება - კომფორტი საკუთარ თავთან და ურთიერთობებში.

გვსურს, განვავითაროთ ნამდვილი ურთიერთობები, რომლებსაც მოაქვს ხალისი და ბედნიერება; ვიყოთ ერთად და დავაფასოთ ერთმანეთის განსხვავებულობა.

ჩვენს სურვილებსა და ფასეულობებს მთლიანად იტევს ჩვენი სახელი. squad. არის კავშირი. ერთიანობა.

squad. არის კომფორტი. თავისუფლება. მრავალფეროვანი ყოველდღიურობა.

მარტივად.

ამიტომ მადლობა, რომ ჩვენით დაინტერესდი. ჩვენს squad.-ში ყოველთვის არის შენი ადგილი.

0